top of page
Comp 1_00000.png

GREMO 2025 ბათუმი

7 მარტს ბათუმში, გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის“ ფარგლებში GREMO 2025 ჩატარდა. ღონისძიებას ორგანიზებას BMG და უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია Prospect  უწევდნენ. 

GREMO 2025-ის ფარგლებში დამსწრე აუდიტორია "თიბისი კაპიტალის" კვლევის შედეგებს გაეცნო, რომელიც აჭარის უძრავი ქონების ბაზრის 2024 წლის შეჯამებას და 2025-ის პერსპექტივებს ეხებოდა. 

სამშენებლო და დეველოპერული სექტორის შესახებ პრეზენტაციას გამართა "ალიანს ჯგუფმა."

2024 წელი შეაჯამა და 2025-ის პროდუქტების პრეზენტაციას წარადგინა „თიბისი ლიზინგმა,“ რის შემდეგაც სექტორის მთავარ მოთამაშეებთან ერთად, პანელური დისკუსია გაიმართა. პანელის თემა მიმდინარე წლისთვის უძრავი ქონების და მშენებლობის ინდუსტრიის მთავარი გამოწვევები იყო. 

 

დასკვნით ნაწილში "უძრავი ქონების პროსპექტმა“ რეგიონში მომუშავე კომპანიები განსაკუთრებული პროექტების შექმნისთვის სიმბოლური პრიზით, აგურით დააჯილდოვა. ინოვაციური პროექტისთვის ჯილდო ბათუმის კუნძულს, გამორჩეული არქიტექტურული პროექტისთვის კომპანია „მეტროპოლს,“ საუკეთესო სერვისის და მომსახურებისთვის კი სასტუმრო „Courtyard by Marriott batumi“-ის მმართველ კომპანია McInerney Hospitality International-ს გადაეცა.

 

ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის ასევე დაჯიდოვდნენ „იელთი ჯგუფი,“ სასტუმრო „ჯორჯია პალასი“, „დრიმლენდ ოაზის ჩაქვი,“ „თიბისი კაპიტალი,“ „ტექნოჯიმი“, „ნოვა“ და ბათუმის სავაჭრო ცენტრი „გრანდ მოლი.“

GREMO 2025-ის გენერალური სპონსორი იყო „ალიანს ჯგუფი“.
პარტნიორები: „იელთი ჯგუფი“, „აპარტ ჯგუფი“, „მეტროპოლი“, „სმარტერი“, „ტექნოჯიმი“ და „თიბისი ლიზინგი“.

Next Meetup

2025 წლის გამოწვევები

GREMO 2025-ის ფარგლებში დამსწრე აუდიტორია გაეცნობა უახლესი კვლევის შედეგებს თემაზე:
„აჭარის უძრავი ქონების ბაზარი - 2024 წლის შეჯამება და 2025-ის პერსპექტივები“, რომელიც იქნება წარმოდგენილი „თიბისი კაპიტალის“ მიერ.

დასკვნით ნაწილში „უძრავი ქონების პროსპექტი“ ტრადიციულად დააჯილდოებს სხვადასხვა ნომინაციაში სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლებს.

GREMO 2025-ის გენერალური სპონსორია „ალიანს ჯგუფი“.
პარტნიორები: „იელთი ჯგუფი“, „აპარტ ჯგუფი“, „მეტროპოლი“, „სმარტერი“, „ტექნოჯიმი“ და „თიბისი ლიზინგი“.

image.png
Subscribe

ღონისძიების ორგანიზატორი

logoooo-01.png
BMG_Logo 1-01.png
უძრავი ქონების პროსპექტი LOGO-01.png
bottom of page