top of page
landing-page-visual.png
saitistvis2-01_edited_edited.png

GREMO 2021 თბილისი

დეველოპერული უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია PROSPECT-ის  ინიციატივითა და ორგანიზებით,  კონფერენცია GREMO პირველად 2021 წელს  ჩატარდა. უძრავი ქონების კონფერენციამ  საქართველოში პირველი პროფესიული პლატფორმა შექმნა, რომელიც დეველოპერული სექტორის განვითარებას, ცოდნის გაზიარებას და ბაზრის მონაწილეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურებოდა.

​

პირველი GREMO თიბისი ბანკის მხარდაჭერით გაიმართა და მას დეველოპერული კომპანიის მაღალი რგოლის მენეჯერები ესწრებოდნენ.კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო სექტორული კვლევები და ტენდენციები, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის მოდელები, არქიტექტურულ-საინჟინრო ინოვაციები და სტრატეგიები, რომლებიც დეველოპერებს ბიზნესგეგმების ეფექტურ შედგენაში ეხმარება.

​

კონფერენციაზე შემდეგი ძირითადი თემები განიხილეს:

​

მომხმარებლის ქცევა უძრავი ქონების ძიებისა და შეძენის პროცესში;

  • ფინანსურ რესურსებზე წვდომის თანამედროვე მიდგომები;

  • Crowdfunding-ის როლი დეველოპერული პროექტების განვითარებაში;

  • კომპანიის მომგებიანობის მარჯის ზრდის მეთოდები;

  • სწორი და თანამედროვე არქიტექტურული გადაწყვეტილებები;

  • ურბანული სივრცეების ახალი მიმართულებები.

​

GREMO 2021-ის სპიკერები და მონაწილეები იყვნენ: "TBC ბანკი," „MUA Architects”, „პროსპექტი“, „Metric”, „ანოვა“, „კრაკენი“, „ფინანსური ოფისი“, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია და “City Institute”.

ღონისძიების ორგანიზატორი

logoooo-01.png
BMG_Logo 1-01.png
უძრავი ქონების პროსპექტი LOGO-01.png
bottom of page