
კაპიტალის ახალი ჰაბი
თბილისი გლობალურ საინვესტიციო რუკაზე
„კაპიტალის ახალი ჰაბი - თბილისი გლობალურ საინვესტიციო რუკაზე“ — ამ სახელწოდებით 2026 წლის 24 ნოემბერს, 19:00 საათზე, სასტუმროში Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel, საქართველოს უძრავი ქონების ყოველწლიური კონფერენცია GREMO 2026 გაიმართება.
ღონისძიება ტრადიციულად 120-150-მდე CEO-ს, დეველოპერული და სამშენებლო სექტორის ლიდერს, ინვესტორებს, არქიტექტორებს, იურისტებსა და ინსტიტუციური სექტორის წარმომადგენლებს შეკრებს. შეხვედრის შინაარსი სრულად დედაქალაქის საინვესტიციო მიმზიდველობაზე, საერთაშორისო კაპიტალის ნაკადების მოზიდვასა და ურბანული განვითარების პერსპექტივებზე იქნება ფოკუსირებული.კონფერენციის პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კვლევები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) გადანაწილების, ბაზრის მიმდინარე ტენდენციებისა და ინსტიტუციური კაპიტალის მოზიდვის ეფექტიანი სტრატეგიების შესახებ.
HARD TALK-ის ფორმატში გაიმართება პირდაპირი, ინტერაქციული დიალოგი ბაზრის ლიდერებს, კერძო თუ სახელმწიფო სექტორსა და რეგულატორებს შორის, სადაც განხილვის მთავარი თემები ურბანული განვითარების ახალი სივრცეები და მაკროეკონომიკური ფაქტორები იქნება. ხოლო პანელურ დისკუსიაზე სპიკერები საინვესტიციო კანონმდებლობაზე, „ოქროს ვიზებზე“, საგადასახადო რეზიდენტობასა და საერთაშორისო კაპიტალის ნაკადების მართვაზე იმსჯელებენ.
ოფიციალური ნაწილის შემდეგ გაიმართება GREMO Award-ის ცერემონიალი, სადაც გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტი“ ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის სექტორის რამდენიმე გამორჩეულ წარმომადგენელს დააჯილდოებს.ცნობისთვის, GREMO უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია „პროსპექტის“ მიერ 2021 წელს შეიქმნა. 2024 წლიდან კონფერენცია Business Media Georgia (BMG)-ის გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის“ ქოლგის ქვეშ, წელიწადში ორჯერ (თბილისსა და ბათუმში) იმართება.GREMO 2026-ის უცვლელი წარმდგენია სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“.
გრემო თბილისი 2026-ის პარტნიორები



