
GREMO 2024 თბილისი
"სამშენებლო და დეველოპერული სექტორები - გამოწვევები & ტენდენციები"
27 სექტემბერს სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" GREMO 2024 ჩატარდა. Prospect-ისა და BMG-ის ორგანიზებით, გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტის" მიერ ორგანიზიებული პირველი კონფერენცია დარგის განვითარების პოტენციალის გაცნობას ეძღვნებოდა.
თემაზე დამსწრე აუდიტორიას კვლევის შედეგები "თიბისი კაპიტალმა" წარუდგინა.
კონფერენციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები იღებდნენ. თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესაძლებლობებზე ირინა კვახაძემ - "თიბისი კაპიტალის" კვლევების უფროსმა, თემო ბიწაძემ - "ალიანს ჯგუფის" კომერციულმა დირეაქტორმა, ვასილ ფხაკაძემ - „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და ვახტანგ ჩქარეულმა -„აპარტ ჯგუფის“, CEO-მ იმსჯელეს. პანელის მოდერატორები თათია ჩაფიჩაძე და გუგა კობახიძე იყვნენ.
კონფერენციის ფარგლებში პირველად გაიმართა დაჯილდოება. გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტმა "ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის" სექტორის 10 წარმომადგენელი დააჯილდოვა. მათ შორის იყვნენ "ალიან ჯგუფი," "არქი," საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია, ექსპო ჯორჯია და კომპანია "ტასჰაბი."
პანელური დისკუსია
კონფერენციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პანელური დისკუსია, რომელიც მონაწილეობას იღებდა ინდუსტრიის წამყვან სპეციალისტებს. პანელის ფარგლებში განხილულ იქნა უახლესი ტენდენციები, გამოწვევები, ინოვაციები და გამოცდილების გაზიარება, რაც დამსწრეებს საშუალებას აძლევდა ღრმა სიღრმისეულად გაეგოთ სექტორის განვითარების მიმართულებები და მოეწყოთ პირდაპირი ურთიერთობები ექსპერტებთან.
.png)




