top of page
1920x1000 web_batumi___web.png

GREMO 2026 ბათუმი

NEXT LEVEL: მაღალი კლასის კურორტები და დეველოპმენტი

12 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო COURTYARD BY MERRIOTT-ში GREMO 2026 ჩატარდება

12 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო COURTYARD BY MERRIOTT-ში BMG-ისა და დეველოპერული უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია PROSOECT-ის კოლაბორაციით, უძრავი ქონებისა და დეველოპერული სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენცია GREMO 2026 გაიმართება.

კონფერენცია სფეროს ლიდერ კომპანიებს, დეველოპერებს, ინვესტორებსა და ექსპერტებს უკვე მეშვიდედ გააერთიანებს , რათა ერთ სივრცეში იმსჯელონ საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებზე.

წლევანდელი ბათუმის ღონისძიებაზე კონფერენციის მთავარი თემა იქნება როგორ შევქმნათ მაღალი კლასის კურორტები და დეველოპმენტი საქართველოში. ის ფოკუსირდება ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა: აჭარისა და ზოგადად, საქართველოს ზღვისპირეთის გარდაქმნა პრემიუმ კლასის ტურისტულ მიმართულებად, განვიხილავთ მაღალი შემოსავლის მქონე ტურისტების მოზიდვის სტრატეგიებს, საერთაშორისო გამოცდილებას და წარმატებული კურორტების განვითარების მოდელებს, ასევე თანამედროვე დეველოპერულ ტენდენციებსა და ინოვაციურ მიდგომებს.

კონფერენციაში ადგილობრივი კომპანიების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული საერთაშორისო სპიკერები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართულ ბაზარს.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება უძრავი ქონების ბაზრის მიმდინარე ტენდენციების კვლევა, გაიმართება თემატური პრეზენტაციები სექტორის წამყვანი კომპანიებისგან, ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდება პანელური დისკუსია.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად გაიმართება დაჯილდოება-  „ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის“გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტი“ სექტორის გამორჩეულ წარმომადგენლებს გამოავლენს.

ვიწვევთ დეველოპერულ კომპანიებს, საინვესტიციო ფონდებს, სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ ბიზნესს, სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს გახდნენ GREMO 2026-ის პარტნიორები და წარმოაჩინონ საკუთარი ბრენდი მაღალი ღირებულების პროფესიულ აუდიტორიასთან, ჩაერთონ ინდუსტრიის განვითარების დღის წესრიგის ფორმირებაში და დაამყარონ სტრატეგიული კავშირები ადგილობრივ და საერთაშორისო მოთამაშეებთან.

პარტნიორობის ფორმატები მოიცავს: სპონსორობას, სპიკერობას, ბრენდირებულ აქტივაციებსა და ნეთვორქინგ შესაძლებლობებს.

 

დასწრების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ბილეთები პლატფორმაზე TKT.GE და გახდნენ ამ მნიშვნელოვანი პროფესიული დისკუსიის ნაწილი.

 

დამატებითი ინფორმაციისა და თანამშრომლობისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ სოციალურ ქსელებში.

მოინიშნეთ 12 ივნისი

ბათუმი, COURTYARD BY MERRIOTT

GREMO 2026 - NEXT LEVEL იწყება აქ.

ღონისძიების ორგანიზატორი

logoooo-01.png
BMG_Logo 1-01.png
უძრავი ქონების პროსპექტი LOGO-01.png
bottom of page