
GREMO 2025 თბილისი
"უსაფრთხო უძრავი ქონება" - ამ სახელწოდებით BMG-სა და გაყიდვების კომპანია Prospect-ის მხარდაჭერით GREMO 2025 ჩატარდა. შეხვედრას სამშენებლო და დეველოპერული სექტორის, უძრავი ქონების სფეროსთან დაკავშირებული პირები და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში 2025 წლის უძრავი ქონების ბაზრის ტენდეციებზე და 2026 წლის მოლოდინებზე კვლევა „თიბისი კაპიტალმა“ წარადგინა.
საინჟინრო მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და ევროპულ გამოცდილებაზე კი დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია კომპანია “ბაუმერმა“ გაუზიარა.
სტრატეგიულ უსაფრთხოებაზე ისაუბრა გაყიდვების კომპანია „პროსპექტმა.“ კომპანიის დამფუძნებელმა გუგა კობახიძემ სექტორს ინფორმაცია მოგების, ნდობის, გაყიდვებისა და ბრენდის ღირებულების ზრდის მიმართულებით წარუდგინა.
პრეზენტაციების შემდეგ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იქნა გამოტანილი.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტი "ქვეყნის მშენებლობაში დადებული აგურისთვის" სექტორის ხუთი წარმომადგენელი დააჯილდოვა.
დასრულებული მშენებლობის მოვლა-პატრონობისთვის ჯილდო კომპანია „არსს,“ პრემიუმ სეგმენტის განვითარებისთვის „დომუს დეველოპემნტს,“ ქალაქგარეთ არსებული სწორი განაშენიანებისთვის კი პროექტ „შინვუდს“ გადაეცა.
უსაფრთხო, გამჭვირვალე და მომხმარებელზე მორგებულ სავაჭრო კომერციული უძრავი ქონების განვითარებისთვის ჯილდო კომპანია „ აი ჯი დეველოპმენტმა, “ ენერგოეფექტური მშენებლობისთვის კი „იტონგ კავკასუსმა“ მიიღო.
GREMO 2025-ის გენერალური სპონსორი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ალიანს ჯგუფი" იყო. კონფერენციის მხარდამჭერები ასევე იყვნენ: დეველოპერული კომპანიები: "იელთი ჯგუფი," "აპექს დეველოპმენტი," კომპანია "არქი," "სიმეტრია," საინჟინრო კომპანია "ბაუმერი", არქიტექტურული ფირმა "ტასჰაბი," "იტონგ საქართველო," კომპანია "Building Solutions" და "სტუდიო კასა."













